ელექტრონული სწავლების მოდული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, თანამშრომლებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას აწვდის არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების საკითხებზე, როგორებიცაა: არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობა, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა, მონაცემთა უსაფრთხოება, ვიდეო და აუდიომონიტორინგის განხორციელება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი, ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა და “eschool”-ის ფუნქციონირების პროცესში მონაცემთა დამუშავება, ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, სკოლის როლი მონაცემთა დამუშავების პროცესში, მოსწავლეების უფლებები. მოდული, ასევე, მოიცავს რეკომენდაციებსა და პრაქტიკას არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. თითოეულ საკითხს თან ახლავს განვლილი თემატიკის შემაჯამებელი ტესტი.